საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე უკონკურენტო იყო.

ამის შესახებ დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ კახა კალაძეს არ ჰყავდა ალტერნატივა, ფაქტობრივად ამ არჩევნებში მას კონკურენტი არ ჰყავდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა და ზუსტად გამოიკვეთა. კახას ჰქონდა პროგრამა, იყო საქმიანი, მისი ბიოგრაფია არის მომხიბვლელი, მისი თავგადასავალი, აბსოლუტურად მისაღებია საზოგადოებისათვის, ის ძალიან მოკლე ხანში საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, როგორც პოლიტიკოსი და ახლაც ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე შეუდგეს მუშაობას. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად იგრძნო და დაინახა ამომრჩეველმა“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები