2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

​ბიურომ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვის გრაფიკი განსაზღვრა, რომელიც 16 ოქტომბრისთვის დასრულდება.

“რეგლამენტის თანახმად, 20 ოქტომბერს დასრულდება შენიშვნების შემუშავება, რომელიც არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარედგინება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით. 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 14 ნოემბრისა, კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად იმავე დღეს უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) მიღებიდან 1 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ მისი საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არა უადრეს 5 დღისა.

პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები