მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.
“ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრები. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, ვიზიტის დასასრულ, პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცესპიკერი – თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები