“უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო იყო ის პოლიტიკური აქცია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა”

“უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო იყო ის პოლიტიკური აქცია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა”

საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ეფექტური და კოორდინირებული იყოს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი მიდგომაა მნიშვნელოვანი იმისთვის, თუ როგორ გადალახავს საქართველო ამ გამოწვევას. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს; ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, ეს დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას, რომ ეს რესურსები მიმართოს იმ ადამიანებისკენ, ვისაც დღეს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო იყო ის პოლიტიკური აქცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა. მათ, ამ რთულ პერიოდში, გასწირეს ადამიანები, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები. ეს იყო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ამის გამო, მოგვიწევს, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხი სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჰყავდათ ჩაყვანილი, სამედიცინო მობილიზაცია, რესურსების გაორმაგება, მაშინ, როდესაც ეს რესურსები სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ ამ პერიოდში. ამიტომ, საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება არჩევნებში, თუ ვის უნდა გადასცეს თავისი მხარდაჭერა, მაგრამ ამ დროისთვის, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველა ადამიანს აღმოვუჩინოთ დახმარება და გავაკეთოთ პრევენცია, რომ ვირუსი შევაკავოთ, რადგან მთელს ევროპაში შემთხვევათა დიამეტრალური ზრდაა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები