სააკაშვილის პირადი ექიმი – არ მგონია, რამე შეიცვალოს

სააკაშვილის პირადი ექიმი – არ მგონია, რამე შეიცვალოს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა.

როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.

„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები