არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე ნარჩუნდება.

არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე ნარჩუნდება.

არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე ნარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის, მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა კი 27-28-29 იანვრის ღამის საათებში -3, +2 იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისივე ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო მაღალ მთაში,_ თოვლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6-დან +11 გრადუსს, ღამე კი 0, +5 გრადუსს მიაღწევს.
შესაბამისად, დიდი ცვლილება მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც არ არის მოსალოდნელი. თუმცა, 29 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები