საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 622 თბილისში, 313 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 622 თბილისში, 313 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 82, გურია – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305.

მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 798, აჭარაში – 991, იმერეთში – 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში -165, იმერეთში – 217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 122, იმერეთში – 39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 2 023-აჭარაში, 270 – იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები