პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს“-ის და “აკმ”-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, “საიგას” მოდელის და “სვდ”-ს ტიპის 2 შაშხანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტეზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები