“მეგის ქარდავა თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს”

“მეგის ქარდავა თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს”

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე მეგის ქარდავამ გამოძიებას ჩვენება არ მისცა.

„იმის გათვალისწინებით, რომ მეგის ქარდავა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, და ის თავადაც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დევნის ნაწილია, ამიტომ ის უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს და ამ საქმეზე ჩვენებას არ მისცემს. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, დიდი ეჭვია ამ კადრების გაყალბების – თარიღი სხვა არის მითითებული, რეალურად კი სხვა რამეს ამბობენ“, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები