„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ირაკლი ჩავლეიშვილის გამოკითხვა უკვე დასრულდა.

23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები