მოსამართლე-ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის

მოსამართლე-ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის

რა თქმა უნდა, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა კლუბ ”ბასიანთან” პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, ის ბრალდებულის მოქმედებას კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად ვერ შეაფასებს.

”როდესაც პიროვნებას ვაფასებ, ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მეგობრებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ კარგად არ გახასიათებდნენ. თქვენი მოქმედება მოჰყვა უარის მიღებას. სისხლის გუბეები იდგა იქ და გირაო დაუსაბუთებელი კი არა არათანმიმდევრულია ”, – განაცხადა მოსამართლემ.

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები