პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძვრება, თუ მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დატოვებს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, პოლონეთიდან, უკრაინის მიმართულებით „ინტერსითის“ მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძვრება, თუ მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დატოვებს. ამის შესახებ მატარებელში მყოფ ჟურნალისტებს თავად მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
„ასეთი რამე მოგისმენიათ ოდესმე, რომ მატარებელი არ გაემგზავრება?! ფაქტობრივად, მძევლად აყვანილ ადამიანებთან გვაქვს ახლა საქმე. მათ იმდენად ეშინიათ ჩვენი, რომ მატარებელში მყოფი ხალხი აიყვანეს მძევლად. არ შეუძლიათ მათ გააჩერონ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს ხომ პოლონეთის კანონმდებლობის წინააღმდეგ ხდება?! რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე გააჩერონ მატარებელი, მაგრამ არა აქ. ტერორისტი ვარ თუ ვინ ვარ, რა ტიპის საფრთხეს წარმოვადგენ მე ქვეყნის ან თუნდაც ამ მგზავრების წინააღმდეგ?! ცხადია ისინი იქცევიან როგორც პოლონეთის, ასევე უკრაინის და მიგრაციის კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პშემისლიდან „ინტერსითის“ მატარებლით უკრაინის საზღვარზე გადასვლას აპირებდა. ამ შემთხვევაში მისი საბუთების შემოწმება მატარებელში მოხდებოდა.
მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.
ვენესუალაში ინფლაციის მაღალი დონის გამო ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი კომუნის მაცხოვრებლებმა საკუთარი ვალუტა შექმეს.

“სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს”

«The Wall Street Journal»-ის სკანდალური სტატია: მაკკეინის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა; ის ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტნიორია
