ბოსტონის მახლობლად მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოსტონის მახლობლად მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა აშშ-ის ქალაქ ბოსტონის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად – ამის შესახებ Guardian-ი წერს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები გაზსადენზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. რამდენიმე ათეული აფეთქება მოხდა ბოსტონიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე ქალაქებში ლოურენსში, ანდოვერსა და ჩრდილოეთ ანდოვერში.

აფეთქებებით გამოწვეულმა ხანძრებმა მოიცვა რამდენიმე ათეული სახლი. ევაკუირებულია ასობით ადამიანი. მაშველებმა საცხოვრებლის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს ყველას, ვინც გაზის სუნს გრძნობს.

მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები გამოიწვია გაზსადენში ზედმეტმა წნევამ. მომხდარის მიზეზს იკვლევს გაზსადენის მფლობელი კომპანია Columbia Gas-ი.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები