ფილიპინებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა (იხ.ფოტოები)

ფილიპინებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა (იხ.ფოტოები)

ფილიპინებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN Philippines ავრცელებს.
თვითმფრინავი ბულაკანის პროვინციაში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რასაც იქ მცხოვრებთა დაღუპვა მოჰყვა. როგორც სახლის მეპატრონე აცხადებს, თვითმფრინავი მათ სახლს მაშინ დაეცა, როდესაც მისი მეუღლე და სამი შვილი საუზმობდნენ.
დაღუპულთა შორის ექვსი მგზავრი და მფრინავი არიან. თვითმფრინავი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 11:21 საათზე ჩამოვარდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები