აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ და ამ დრომდე სარგებლობენ აშშ-ს ფინანსური დახმარებით.

“ისინი ჩვენგან ასეულობით მილიონი და მილიარდობით დახმარებას იღებენ, შემდეგ კი, ჩვენს საწინააღმდეგოდ აძლევენ ხმას. ამ ქვეყნებს შეუძლიათ, გააგრძელონ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედება, ჩვენ ამით დიდი თანხის დაზოგვას შევძლებთ”

დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილავენ აშშ-ს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას, რომელიც ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხება.

რეზოლუციის პროექტში აშშ პირდაპირ ნახსენები არ არის თუმცა, ნათქვამია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის თაობაზე, უნდა გაბათილდეს.

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკ ჰეილიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ტრამპმა სთხოვა, მიეწოდებინა მისთვის იმ ქვეყნების სია, რომლებიც არ გაიზიარებენ აშშ-ს პოზიციას.

აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალად 4 დეკემბერს გამოაცხადა. ამასთანავე, ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა დაავალა. გადაწყვეტილებას გაეროს წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა დაუპირპირდა, მათ შორის, მთელი არაბული სამყაროც.

ეგვიპტე, იორდანია, პაკისტანი – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც არ სცნობენ იერუსალიმზე ისრაელის იურისდიქციას და ასევე, ფინანსურ დახმარებას იღებენ აშშ-სგან.

იერუსალიმის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ საკითხს წარმოადგენს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. აღმოსავლეთ იერუსალიმი ისრაელმა 1967 წელს, ექვს დღიანი ომის შემდეგ დაიკავა და ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქად გამოაცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ისრაელის პრეტენზიებს იერუსალიმზე და არ სცნობს მას ისრაელის იურისდიქციად

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები