პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მმართველი გუნდის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის, ნინო ლომჯარიას შესახებ, განმარტებებს აკეთებს.

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიდგომაა, რომ კანდიდატები ისეთი ჯგუფებიდან ეძებოს, რომელიც არის საზოგადოების კრიტიკული ხმა და არ არის დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.
მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი საკუთარ პოლიტიკურ რიგებში კი არ ეძებს ისეთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელებს, როგორიცაა სახალხო დამცველი, არამედ ცდილობს, რომ ობიექტური, ნეიტრალური კანდიდატების მიმართ მოხდეს კონსესუსი.
„ეს მიდგომა არის გაბედული. მგონია, რომ ამას ყველაზე კრიტიკული ოპონენტიც კი გაიზიარებს. ძალიან ადვილია, საკუთარ რიგებში შეარჩიო ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად არის კომუნიკაციაში მმართველ ძალასთან, მაგრამ ჩვენ ასეთი კომფორტული და მარტივი გზით არ დავდივართ. მგონი, ეს შესაფასებელია. მიდგომა არის ისეთი, რომ კანდიდატები ისეთი ჯგუფებიდან ვეძებოთ, რომელიც არის საზოგადოების კრიტიკული ხმა და არ არის დაკავშირებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან”, – აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა 7 დეკემბერმდე მოუწევს, რომლის პოსტზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურაც დასახელდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები