ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა-ჯანელიძე

ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა-ჯანელიძე

“ვიზალიბერალიზაციით ძალიან ბევრმა, 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ეს ნამდვილად დიდი წარმატება და დიდი შესაძლებლობაა”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტულ მიზნებს, ბიზნეს კავშირებსა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიანი მიზნებს ემსახურებოდა.

მინისტრის თქმით, არის გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ითხოვეს თავშესაფარი.

“არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვს. რაც მთავარია, ისინი თავშესაფარს არამიზნობრივად ითხოვენ. თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანი დევნილია პოლიტიკური წნეხის გამო, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუ შვედეთის მონაცემებს ავიღებთ, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება საერთოდ არ მოხდა, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებებს უზრუნველყოფს და ასევე ადამიანის უფლებები ბევრად უკეთ არის დაცული, ვიდრე წლების წინ იყო. საქართველო ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარა და შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ეს მოქალაქეებისთვის ლატარია, რისკი და საფრთხეა. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, არ წამოეგონ ამ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, თუ სხვა ნაცნობებისგან და კარგად გაიაზრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი ვიზიტი რას ემსახურება. გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულყოს ჩადენა ევროკავშრის წევრ ქვეყნებში”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან.

„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან.
ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია ექვს მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს რაინვესტფალენის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი მოხდება შეთანხმება, როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები