დავით მაღრაძე – 9 წელი ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც დაამყარა “ნაციონალურმა მოძრაობამ“

დავით მაღრაძე – 9 წელი ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც დაამყარა “ნაციონალურმა მოძრაობამ“

მე როცა პასუხისმგებლობა ვიგრძენი, 9 წელი ვიდექი ქუჩაში მეგაფონით ხელში. როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდში მას ბევრი მოწვევა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტიდან, თუმცა ქუჩაში იდგა, რადგან პასუხისმგებლობა ასე ესმის.

საზოგადოება ჩემთვის არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს და იმ საზოგადოებამ, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს, შეინარჩუნა ეს ღირსება განსაცდელის დროს. ხოლო რაც შეეხება NGO-ების კრებულს, რომელსაც დაარქვეს დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან დიდი დიფერენცირება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ NGO-ების დიდი ნაწილი ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ბავშვის შველაზე არა, მდინარის უფლებებზე იწყებენ საუბარს და ლაპარაკს და ეს განსხვავებაა საზოგადოებასა და NGO-ების კრებულს შორის“, – განაცხადა მაღრაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები