“მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება”

“მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება”

ჩვენ მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

„დაპირება, რომელიც გავეცით, უნდა შესრულდეს. მინდა შეგახსენოთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის ქმედებებზე მკაფიო, ერთიანი და მტკიცე პასუხი უნდა ჰქონდეს.

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები