საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი ტყემალაძე პრემიერის მიერ მისი კანდიდატურის დასახელებას ეხმიანება და გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი ტყემალაძე პრემიერის მიერ მისი კანდიდატურის დასახელებას ეხმიანება და გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი ტყემალაძე პრემიერის მიერ მისი კანდიდატურის დასახელებას ეხმიანება და გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გიორგი ტყემალაძის თქმით, ცვლილებები ყოველთვის არის საჭირო, თუმცა ამ მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეულ მუშაობას ის მაინც დადებითად აფასებს.

“რა თქმა უნდა, ცვლილებები ყოველთვის არის საჭირო. ეს არის ბუნებრივი პროცესი. შესაბამისად, გარკვეული სტრუქტურული გადახალისება თბილისის საკრებულოში შესაძლოა, საჭიროა. თუმცა ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობას დადებითად შევაფასებ”, – თქვა გიორგი ტყემალაძემ.

პრემიერმინისტრის შეფასებით გიორგი ტყემალაძე “თავისი საქმის პროფესიონალი და გამოცდილი პოლიტიკოსია”.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები