ირაკლი კობახიძე: არის მაგალითად ოქმები, სადაც „ქართულ ოცნებას“ აკლია 200 ხმა. 95%- ზე მეტი იყო ადამიანური შეცდომები

ირაკლი კობახიძე: არის მაგალითად ოქმები, სადაც „ქართულ ოცნებას“ აკლია 200 ხმა. 95%- ზე მეტი იყო ადამიანური შეცდომები

“მარცხი არის ყოველთვის მძიმე და არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული მიდგომა, მათ შორის არჩევნებში დამარცხებასაც”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა და განმარტა, რომ  საარჩევნო უბნებზე დარღვევების 95% იყო ადამიანური შეცდომები.

“ქართულმა ოცნებამ”, რომ უმრავლესობა დაკარგოს ამას არ ველი, რადგან 48% -ია დაფიქსირებული. ის მონაცემები, რაც საბოლოო ჯამში დაფიქსირდება დაემთხვევა კვლევებს.

კვლევებში რა განწყობაც იყო ჩანდა იმ კვლევებშიც, რომელიც ოპოზიციური პარტიების დაკვეთით გაკეთდა. მაგალითად შეგახსენებთ, რომ Edison Research- მა აწარმოა კვლევა იმ ტელევიზიის დაკვეთით, რომლის უკანაც დგას “ევროპული საქართველო” და მათი მონაცემების მიხედვით 47% ჰქონდა “ქართულ ოცნებას”.

ოქმები ზუსტდება და ეს ხდება ყველა არჩევნებზე. ამას მოჰყვა უამრავი სპეკულაცია, რომელსაც საფუძველი არ ჰქონდა. ოქმები ზუსტდება სხვადასხვა მიმართულებით არის მაგალითად ოქმები, სადაც “ქართულ ოცნებას” აკლია 200 ხმა. ოქმები ზუსტდება ორივე მხრიდან. 95%- ზე მეტი იყო ადამიანური შეცდომები.

რაც შეეხება მარნეულის შეცდომაა, ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის აშკარა მანიპულაცია. კონკრეტული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ეს არის გადაცდომა და ამით ყველა უნდა დაინტერესდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები