იაგო ხვიჩია – “ნაციონალური მოძრაობის“ გაჯიუტება არასერიოზულია და ეს ყველაფერი სასაცილოსკენ მიდის

იაგო ხვიჩია – “ნაციონალური მოძრაობის“ გაჯიუტება არასერიოზულია და ეს ყველაფერი სასაცილოსკენ მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ გაჯიუტება არასერიოზულია და ეს ყველაფერი სასაცილოსკენ მიდის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა შეთანხმებას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიაღწიეს.

იმის ნაცვლად, რომ ბუტია ბავშვებივით ვჩხუბობდეთ, ის პატივისცემა უნდა შევირგოთ, რომელიც ევროპელებმა მოგვიძღვნეს. ეს ყველაფერი ისე უნდა შევასრულოთ, რომ ჩვენთან იმ ადამიანებს სალაპარაკო არ ჰქონდეთ. შეთანხმებას მათი დახმარებით მივაღწიეთ და კარგად უნდა გამოვიყენოთ, რომ მათთან ურთიერთობები სამომავლოდ უკეთესად ავაწყოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ 19 აპრილს მოაწერა ხელი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები