მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო

მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო

„როცა ლეგიტიმაციის პრობლემაზე თვე-ნახევრით ადრე იწყებენ საუბარს, ეს „ნაცზე“ უფრო „ნაცობა“ გამოდის“, – ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რითაც, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევას ეხმაურება.

მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატები მოახლოებული არჩევნების პირველივე ტურში შეძლებენ გამარჯვებას.

„ეს მონაცემები არის დამაჯერებელი. ერთი მხრივ, ეჭვი არავის ეპარება, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველ ტურში გაიმარჯვებს. მეორე მხრივ, რადგან „ქართული ოცნების“ რეიტინგი თბილისშიც გაზრდილია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკის შესაბამისად, რეგიონში კიდევ უფრო მაღალი შედეგი იქნება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ყველა პროგნოზი, მათ შორის, მათი ჩატარებული კვლევებიც გვეუბნება, რომ 50%-ს გადავცდებით. „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო და ახლა ცდილობენ თქვან, რომ 50%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი, ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება. როცა ლეგიტიმაციის პრობლემაზე თვე-ნახევრით ადრე იწყებენ საუბარს, ეს „ნაცზე“ უფრო „ნაცობა“ გამოდის“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები