არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველ პოლიტიკურ ძალას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები განიხილოს მმართველ გუნდთან.
14 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ლიდერთა საბჭო მმართველ გუნდს ზეწოლაში ადანაშაულებს, ლიდერთა საბჭოში აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო არათანაბარი და უსამართლოა. ლიდერთა საბჭოში გაკეთებულ განცხადებებს, მმართველ გუნდში უპასუხეს. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველ პოლიტიკურ ძალას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები განიხილოს მმართველ გუნდთან.
„ნაკლებად გვაინტერესებს რაიმე ტიპის შეთანხმებები ოპოზიციასთან, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიები არიან მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონკურენტები. როდესაც არჩევნები დასრულდება, დაბრუნდება ნორმალური სამუშაო რეჟიმი და ყველა ადამიანს, ყველ პოლიტიკურ ძალას, ვისაც მართლა სურს რაიმე პოზიტიური გააკეთოს საქართველოსთვის, ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები და პროექტები განიხილოს მმართველ ძალასთან“,-განაცხადა თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარია – ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას

ნათია მეზვრიშვილი: თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს მას
