LikeFolio-ს ანალიტიკოსების ცნობით, სმარტფონ Samsung Galaxy-ს მფლობელები უფრო ხშირად არიან კმაყოფილნი ტელეფონით, ვიდრე iPhone-ის

LikeFolio-ს ანალიტიკოსების ცნობით, სმარტფონ Samsung Galaxy-ს მფლობელები უფრო ხშირად არიან კმაყოფილნი ტელეფონით, ვიდრე iPhone-ის

LikeFolio-ს ანალიტიკოსების ცნობით, სმარტფონ Samsung Galaxy-ს მფლობელები უფრო ხშირად არიან კმაყოფილნი ტელეფონით, ვიდრე iPhone-ის. მკელევარებმა ეს დასკვნა კმაყოფილი და უკმაყოფილო “თვითების” დათვლით გამოიტანეს.

Galaxy-ის მიმართ პოზიტიური პოსტების საერთო რაოდენობა 90%-ია, ხოლო iPhone-ის მფლობელების მხოლოდ 70%-ია კმაყოფილი თავისი ტელეფონით.

26 ნოემბერს, ჟურნალმა TechRadar-მა 2017 წლის საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი შეადგინა. სიის პირველ სამეულში Samsung Galaxy S8, S8 Plus-ი Google Pixel 2 მოხვდნენ. რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებული იყო შემდეგი ფაქტორები: სიძლიერე, სპეციფიკა, დიზაინი და ყველაზე მთავარი: ფასისა და ხარისხის შესაბამისობა. Galaxy S8-მა პირველი ადგილი დაბალი ფასის, კარგი კამერისა და ეკრანის წყალობით მოიპოვა.

Apple-ს პროდუქციამ საუკეთესო სმარტფონების რეიტინგში მე-4 და მე-9 ადგილი დაიკავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები