გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სულ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეწყალებულია 1645 მსჯავრდებული. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• 2013 წელს – 71;
• 2014 წელს – 787;
• 2015 წელს -1006;
• 2016 წელს – 834;
• 2017 წელს – 840;
• 2018 წლის განმავლობაში – 117.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის შეწყალებულია – 1812 მსჯავრდებული.
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი – 296;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი – 16;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი – 727;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი – 734;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი – 39.
მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია შეწყალებული უშუალოდ ნარკორეალიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები