საქართველოში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 929 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმშია- 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 337 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები