კახა კალაძე – ძალიან მხდალი და მშიშარა ადამიანია, უკვე მერამდენედ ჩამოდის

კახა კალაძე – ძალიან მხდალი და მშიშარა ადამიანია, უკვე მერამდენედ ჩამოდის

მგონი, დრო არ უნდა დავხარჯოთ იმაზე ​მსჯელობაზე, თუ რას აპირებს სააკაშვილი. თუ ის ჩამოსვლას გადაწყვეტს, მას დახვდებიან შესაბამისი უწყებები და დააპატიმრებენ, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამას შეძლებს. ის ძალიან მხდალი და მშიშარა ადამიანია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ​თოქ შოუში „არჩევნები 2021“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არაერთხელ მოგვისმენია ეს განცხადებები – უკვე მერამდენედ ჩამოდის, ამიტომ ჩემთვის არაა საინტერესო საარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილზე საუბარი, როდესაც ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი თბილისელებისთვის. კანონის წინაშე ყველა თანასწორია – როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, მას პასუხისგება მოუწევს ამაზე. არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმისა, როგორ იწყებენ მსოფლიოში სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული და მას მოუწევს პასუხისგება. სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში კრიზისის გამოწვევის საფრთხე არ არსებობს. ნიკა მელიას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული და ამასთან დაკავშირებით არსებობდა კონკრეტული კითხვები. სააკაშვილის ჩამოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემაა თუ მაშველი რგოლი, ამაზე არჩევნების შემდეგ ვისაუბრებ, ზოგადად კი ვიტყოდი – მეტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები