ბრძოლის ველზე უიარაღოდ არ უნდა მიეტოვებინათ ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს თავი გაწირეს — ღარიბაშვილი

ბრძოლის ველზე უიარაღოდ არ უნდა მიეტოვებინათ ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს თავი გაწირეს — ღარიბაშვილი

ქართულ ოცნებაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ხელმძღვანელმა პირებმა. მისი თქმით, ყოფილი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე დატოვეს, რაც არასწორია.

“ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გაწირეს და მზად იყვნენ, რომ გაეწირათ საკუთარი თავი, ეს ადამიანები არ უნდა მიატოვო მერე ბრძოლის ველზე, უიარაღოდ. ამაზეა საუბარი, ამაზე ქონდა საუბარი პარტიის თავმჯდომარეს და ამის გამო დაბრუნდა პოლიტიკაშიც”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში განვითარებულმა პროცესებმა ქართული ოცნების ამომრჩეველიც გაანაწყენა. მისივე თქმით, ეს გამოსწორებადია და პარტიას აქვს ხედვა, გამოცდილება და რესურსი პრობლემების მოსაგვარებლად.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები