ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა-ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა-ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აღნიშნული სულისკვეთება ამოძრავებთ.

„ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს ჩვენს სულისკვეთებას და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს ჩვენი შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხი იყო. არც არის გასაკვირი. საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ოლქიდან, რომელიც არა მარტო ყოფს აფხაზეთს, არამედ უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ესა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მე ვხედავ ყოველთვე, როდესაც ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში მსგავს სიტუაციას. ჩემი მეგობრები მოლდოვიდან მეუბნებიან, რომ იციან, რა არის ანექსირების საფრთხე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

„შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც შემდგომ საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება მიღწეული იყოს უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე. ბატონ მიშელს ვიწვევთ კიევში 20 აგვისტოს ღონისძიებაზე, რომელიც აქცენტირებას ამ საკითხებზე გააკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები