IRI- გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მხოლოდ პრო-დასავლური

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული” (27 პროცენტი) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“.
ამავე კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი 76% -ია, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით შემცირდა.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.
მსგავსი სიახლეები

სამწუხაროდ, GIMPHA-ს კონფერენციის ორგანიზატორებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, პროგრამაში შეეტანათ თუნდაც ერთი მოხსენება საქართველოში COVID-ის კლინიკურ მართვაზე

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება.
გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ახალი შენობა გახსნეს.
