მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ – ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ – კალაძე

მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ – ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა.

“ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო? ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო ერთი ტიპის ადამიანები არიან და მათი განცხადებები ერთი ტიპის შინაარსს შეიცავს. ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძაც იცით და ისიც იცით რომ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მთავარი არის ის, რომ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს, შეუძლიათ აბრძანდნენ… მიშას არ გამოუვა, შეუძლია ჰოლანდიიდან გააკეთოს ეს”, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები