ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ

როდესაც შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია რისკები, რაც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებებს, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, პროპორციული ეფექტი არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვა. ჩაკეტვით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

​„მადლობა ჩვენს ბიზნესს. მე მქონდა შეხვედრები მათთან და ყველას აქვს ძალიან სწორი განწყობები. ბიზნესი წამოგვყვა ჩვენ, რომ იტყვიან გამოგვყვა. ძალიან არის გააქტიურებული მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესი. აბსოლუტურად ყველა მიმართულება, ყველგან გააქტიურებულია ბიზნეს აქტივობა. შედეგი არ არის შემთხვევითი. გაიხსნა ეკონომიკა, პოლიტიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უნდა იდგეს მტკიცედ, რომ ბიზნესს ხვალინდელი დღისა და არასტაბილურობის შიში არ ჰქოდნეს. წელს უპერეცედენტო ზრდა გვაქვს. ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები