ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.
ირაკლი კობახიძემ ლაილა ომარ გადს გაწეული სამუშაოსა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
ლაილა ომარ გადმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მომავალში აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სტუმარს სამომავლო წარმატებები უსურვა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები