მარიამ ჯაში: დიდი იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილი ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე

მარიამ ჯაში: დიდი იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილი ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე

„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ის ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, მცხეთაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში. თუკი საქართველოდან წასული ემიგრაცია მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კარგავდა მოქალაქეობას და წყდებოდა ჯაჭვი საქართველოსთან, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აბსოლუტურად სხვაგვარად დარეგულირდება და ავტომატურად მოქალაქეობის გაუქმება აღარ მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ისევ იქნება სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოების და მთლიანად ჩართული იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არის მისი მხრიდან დამტკიცებული საქმე, რომ მას შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სწორედ ასეთი ქალბატონის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ქალბატონი სალომე ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები