“გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ?“

“გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ?“

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეებს“ არგუმენტი არ აქვთ იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, კალნდარიშვილის მხარდაჭერაზე პარტიას პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.

არგუმენტი – რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კლანდარიშვილს, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად. შესაბამისად, გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ? – არგუმენტი რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა, გადაწყვეტილი არ გვაქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები