“ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო”

“ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო”

“ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაში ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რადიკალური მიდგომები გამოაჩინა და პასუხისმგებლობას გაექცა.

„თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ფრაქციებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ჰქონდა იმდენი ხმის მობილიზების საშუალება, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელებულიყო. ეს კარგად ნახა „ევროპულმა საქართველომ“ და მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო მათი მონაწილეობა პირველი მოსმენის დროს. როგორც მოველოდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავაც გამოაჩინა თავისი რადიკალური მიდგომები და გაექცა პასუხისმგებლობას.

მეორე მოსმენაც, თავისთავად ცხადია, დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ. არ ვიტყვი, რომ სამწუხაროა, მონაწილეობას რომ არ იღებენ, მაგრამ ეს მათი სახე და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები