“ეს პოსტი არაფერს წარმოადგენს იმ რეალობასთან მიმართებით, რაც სააკაშვილმა სახელმწიფოს დამართა”

“ეს პოსტი არაფერს წარმოადგენს იმ რეალობასთან მიმართებით, რაც სააკაშვილმა სახელმწიფოს დამართა”

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„არის ბრძანებულება, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გამოვიდა, რომელსაც სააკაშვილი აწერს ხელს. სადაც მიუთითებს, რომ 8 აგვისტოს მოხდა რუსეთის სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. თავიდანვე ჩადებული იყო ის გარემოება, რომ თავი ემართლებინა იმისთვის, რომ გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი საერთოდ არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში და დაინტერესებული არ იყო. ამ ბრძანებულებასთან და გარემოებებთან შედარებით, ის პოსტი, სადაც მას როგორც ყოველთვის ავიწყდება რაღაცა და თავის თავს ამჟღავნებს, არაფერს არ წარმოადგენს იმ რეალობასთან მიმართებით რაც სააკაშვილმა სახელმწიფოს დამართა და რაც ასახულია არაერთ დოკუმენტში. კერძოდ, მის ბრძანებულებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებში, რომელიც იმ პერიოდში კეთდებოდა“, – აცხადებს ვოლსკი.

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე 2008 წლის 7 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების მიერ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მონახულების ფოტო გამოაქვეყნა.

ეს სტატუსი „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის მორიგ აღიარებად და თავისივე ხელმოწერილი ბრძანებულების დადასტურებად მიაჩნიათ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები