გია ვილსკი მედიას და არასამთავრობოებს: ოქუაშვილს კითხე მაინც რაში იხდიდით იმ მილიონ 700 ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ კომპანიის დამფუძნებლისთვის ზაზა ოქუაშვილისთვის არასოდეს უკითხავთ რატომ და რაში იხდიდა ის ფულს.
ვოლსკის მტკიცებით, ზაზა ოქუაშვილის თემა წინასაარჩევნოდ არის “შემოგდებული” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად წინასაარჩევნოდ იყენებს.
“მედია არასწორად აშუქებს ამ თემას და სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას. ოქუაშვილის თემას საერთოდ არ კითხულობს არც ჟურნალისტები, არც არასამთავრობოები საიდან მოიტანა ეს სისულელეები, არ კითხულობს საიდან აქვს ის ჩანაწერები, არ კითხულობს რა მიზნით აქვს ეს ფული და ვისთვისაა გადახდილო, იმიტომ რომ არ ჩანს და პირდაპირ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
წინასაარჩევნო თემა რომ შემოგაქვს ხომ უნდა დააკვირდე, რომ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მეორე “ნაციონალური მოძრაობა” ზაზა ოქუაშვილის თემას იყენებს. ოქუაშვილს კითხე მაინც კი მაგრამ რაში იხდიდით იმ მილიონ 700 ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით.
ოქუაშვილს ახდევინებდნენ პარტიის ფულს, იყო ჭიდაობა, გადავიხდი, არ გადავიხდი?! ეს ხო ზღაპარია“, -განაცხადა გია ვოლსკიმ იმედის პირდაპირ ეთერში.
მსგავსი სიახლეები

“შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი და ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე”

სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა

ირაკლი ჩიქოვანი: ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას
ბაქრაძე-მთავარი არის ის რომ დაფინანსების 94% აქვს ქართულ ოცნებას, აი ეს აჩვენებს დღევანდელ მდგომარეობას და ეს უნდა შეიცვალოს.
