“ჩემთვის მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი – პარლამენტში ან ხარ ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს”

“ჩემთვის მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი – პარლამენტში ან ხარ ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს”

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა-გამოსვლა, ისევ შესვლა – პარლამენტში ან ხარ, ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში.

პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის – ან გაქვს ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა ერთად უნდა მოქმედებდეს, რომ ის კრიზისი, რაც მინიმუმ 6 წელია მძვინვარებს საქართველოში პოლიტიკაში, გადავლახოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები