ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად (დომენტი) სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად (დომენტი) სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ზვიად სიჭინავას თქმით, მთავარი პრიორიტეტი დასაქმებაა, ასევე მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. „დასაქმება და ხალხთან ურთიერთობა – ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი. ჩვენ გვჭირდება ერთი მიმართულება და ერთიანი აზრი ყველა მიმართულებით. ზუგდიდელები თუ ამის შანსს მომცემენ, ვეცდები, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოვაგვარო. რაც შეეხება შანსებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთი ხმაც, რომ იყოს, ის იქნება ჩემთვის მოცემული და არა პარტიისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს სიჭინავამ.იგი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორისთვის ხვალ, მოსახლეობისთვის კი 24 სექტემბერს გამართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები