სოზარ სუბარმა ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

სოზარ სუბარმა ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

დეპუტატობის კანდიდატმა მათი საჭიროებები და პრობლემები პირადად მოისმინა. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. მით უმეტეს, რომ ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა ამომრჩეველს აცნობა, რომ ვარკეთილში სტადიონის, სპორტული კომპლექსის, რაგბის სტადიონის და სკეიტპარკების მშენებლობა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

„ეს იქნება სკვერი თავისი მედიატეკით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გარეთ სივრცეში ჰქონდეთ wifi და იმუშაონ, ისწავლონ, წაიკითხონ წიგნები.

ქალაქში და მათ შორის, ვარკეთილშიც არის მოძველებული ლიფტები და ძალიან ბევრი ლიფტი უბრალოდ გამოსაცვლელია იმიტომ, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესაც და ჯანმრთელობასაც და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც მომავალ წლებში უნდა გადავწყვიტოთ,” – განაცხადა პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” სოზარ სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები