“ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან”

“ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან”

ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრას მართავს.

„მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც პრაქტიკულად თუ არა, რაღაც გამონაკლისი პერიოდები სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო ორი ბანაკი და მეტი სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რაც მე მგონი, არავის სურს, დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. ეს ფურცლები წარსულის, რომელიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ეს არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა, საზოგადოებისთვის, იგი არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია უკვე.

ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის, ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები და პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა საით უნდა წავიდეთ. ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს. ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება. დროა, ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები