ირაკლი კობახიძე იან კელის შეხვდა

ირაკლი კობახიძე იან კელის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ვიზიტსა და ვიზიტის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პარლამენტის ფუნქციისა და როლის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ და  მიმდინარე სასესიო პერიოდის საპარლამენტო დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც  მთავარი პარტნიორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძემ იან კელის საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები