ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს – კობახიძე

ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს – კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით არის ანტისახელმწიფოებრივი – ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ უნდათ რაღაცნაირად შექმნან დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციის საქართველოში არ არის. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის” სახით, რომელიც თავისი შინაარსით არის ანტისახელმწოფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში. ის არის ანტისახელმწიფოებრივი ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. “ქართული ოცნების” მხრიდან იქნება ასეთი დამოკიდებულება”, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები