“ბოლო რვა წლის განმავლობაში, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა”

“ბოლო რვა წლის განმავლობაში, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა”

ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის დროს, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები და მე მინდა, რამდენიმე გამოვყო, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოყო ევროკავშირთა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღწეული შეთანხემაბა.

„მოგესალმებით პატივცემული სტუმრებო, მივესალმები ჩვენს სტუმრებს, მეგობრებს, პატივცემულ ელჩებს. მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს საამაყო დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს და ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებენ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე მივესალმები ჩვენს ელჩებს, რომლებიც ონლაინ გვადევნებენ თვალყურს. ძალიან მოკლედ მინდა, მიმოვიხილო, თქვენთან ერთად, ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და პროგრესი, რომელიც, მართლაც უნდა ითქვას, რომ ხელშესახებია. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის დროს, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები და მე მინდა, რამდენიმე გამოვყო.

პირველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება. მე პატივად მერგო აღნიშნულ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ასევე, მინდა, გამოვყო უვიზო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირთან, რომელიც მართლაც არის ხელშესახები და ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში.

მე მახსენდება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველი დღეები, როდესაც, მაშინ, იმდროინდელმა კომისარმა, სესილია მალმსტრომმა გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, იმდროინდელი ჩემი სამინისტროს გასაკეთებელი იყო, დაახლოებით 70 პროცენტი ჩვენს სამინისტროზე მოდიოდა. შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის რანგში, თქვენთან ერთად, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წარმატებით დავხურეთ, ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად და 2015 წლის ბოლოს, 17 დეკემბერს მივიღეთ საბოლოო დასტური და მწვანე შუქი ევროკავშირისგან, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებდნენ ევროკავშირში, რაც ძალიან მალე უკვე პრაქტიკულად აღსრულდა. ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშესახები პროგრესი იყო მიღწეული ნატოსთან მიმართებაში.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი მკაფიო საგარეო პოლიტიკის კურსი და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე სამუდამოდ პროცესი გახდა შეუქცევადი.
ნატო-სთან მიმართებით ასევე მინდა, რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ გვქონდა მართლაც ხელშესახები პროგრესი, თუნდაც JTEC-ის გახსნა, თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან მიმართებით. ყველა ცალსახად, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ნატო-ს წევრობას დღეს, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის თაობაზე საჭირო არის ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება და კონსენსუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინებისა და მზადყოფნის რეჟიმში მივყვებით აღნიშნულ მიმართულებას და გვჯერა, რომ ერთ დღეს ჩვენი ქვეყანა მართლაც გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები