საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საპარლამენტო ფრაქციებს სხდომებზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, კომიტეტების შენიშვნები მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაეგზავნება. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტია. წარდგენილი პროექტით იზრდება ჯანდაცვის, განათლების, ინფასტრუქტურის სამინისტროების ასიგნებები, მთავრობა 2 მილიარდი ლარის ახალი სახელმწიფო ვალის აღებას გეგმავს, უცვლელად რჩება პენსიისა და სოცილაური დახმარების ოდენობები.

„ევროპული საქრთველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, ორიენტირებულია ბიუროკრატიაზე და არა ხალხზე.

„ბიუჯეტი აგებულია იგივე პრინციპით, წინა წლების მსგავსად, ორიენტირებულია ბიუროკრატიაზე და არა ხალხზე. სამწუხაროდ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც პენსიის ზრდა, არც სოციალური შემწეობა“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები