გიორგი გახარია – ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური

გიორგი გახარია – ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური

ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომ სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ემზადებოდნენ მეორე ტალღისა და ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის და პროცესი მართვადია.

„ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომ სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური, რამეთუ მინდა გითხრათ, რომ ამ თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სამინისტროები სწორედ ემზადებოდნენ იმისთვის და ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა, ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა, ინფიცირების რაოდენობის ზრდა, მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ. ღიად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, ჩვენ გადავაბიჯებთ ათასს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს შეტანილი და ავამუშავეთ, ამ დარტყმას გაუძლებს, რას ნიშნავს ეს – ეს ნიშნავს, რომ კლინიკური მართვა არის უკვე გადალაგებული და ის არის სეგმენტირებული ისე, რომ მოხდეს ადამიანების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებებით და რაც მთავარია მძიმე ფორმები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რომლის დეფიციტი დღეს ქვეყანაში არ არის, სრულად არის ამისთვის მზად დღეს ჯანდაცვის სისტემა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები