“ადამიანობა არ გადის პარტიებზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს და მის ოჯახს”

“ადამიანობა არ გადის პარტიებზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს და მის ოჯახს”

არსებობს ზღვარი, რომელიც არცერთ ვითარებაში არ უნდა გადალახოს არცერთმა ადამიანმა, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა. საუბარია კადრებზე, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად არის ასახული.

„ადამიანობა არ გადის პარტიებზე. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება ბულინგის მსხვერპლი თუ სხვა. ამიტომ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს და მის ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ოპონენტები, მაგრამ არ ვართ მტრები. არსებობს ზღვარი, რომელიც არცერთ ვითარებაში არ უნდა გადალახოს არცერთმა ადამიანმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები