“ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს”

“ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს”

მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურას, დარწმუნებული ვარ, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც აქვს როგორც კერო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება.

„ბატონ ზურას მათ შორის აქვს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ის იყო მინისტრის მოადგილე ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ჩვენთვის, გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია. დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი არის ძალიან ფართო. ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით. როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში შრომის სამინისტროები ცალკეა ხოლმე. ასევე, არსებობს სოციალური საკითხები, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი, შესაბამისად, მას სჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა. როგორ ბევრ ქვეყანაშია, არ არის აუცილებელი, იყო ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. ზუსტად ამ პრინციპით იყო ჯანდაცვის მინისტრი შერჩეული. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურას. დარწმუნებული ვარ, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები